12:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 09:46:15, 583 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა და თამარ სანიკიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიულოცა.

სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილი #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად ესტუმრა. 

მინისტრები სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ  და  დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.

კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ  ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვნებს, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად, ინგლისურ ენასაც ეუფლებიან, სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენის შესწავლის პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა.

„ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში. შესაბამისად, ვისაუბრეთ მათთან, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ, ცხოვრებაში არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.  ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ის ფუნდამენტი, რომელსაც აქ იღებენ. ამიტომაც, ვთხოვ ბავშვებს, იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არიან, სწავლისთვის დრო  მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან როცა აქედან გავლენ, შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ. ჩვენი მხრიდან ისინი ყველა საჭირო საგანმანათლებლო პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილნი“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სწავლის დაწყება #11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლების მინისტრმაც მიულოცა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სასწავლო წელი, მათ შორის არასრულწლოვანთა  სარეაბილიტაციო დაწესებულებაშიც, სადაც 123-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მქონდა

შესაძლებლობა შევხვედროდი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებიან,  მნიშვნელოვანია, რომ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ, ეს მათი უფლებაა. ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. იგი სხვადასხვა ეროვნების მსჯავრდებულებს შესაბამის ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფასაც დაპირდა.

სასწავლო პროცესში ამჟამად #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 25 მსჯავრდებულია ჩართული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics