|
2020-09-11 16:09:46, 2142 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს
„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო N13-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, Smart Pay ფორმტის ობიექტებს რუსთავში, ბორჯომში, გურჯაანში გახსნის და მომხმარებლებს მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. Smart Pay ფორმატის ავდოგასამართ სადგურებზე მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღურებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასიც ელის, რაც Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდით“ ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომმარებლისთვის. ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებლებს 20 სექტემბრის ჩათვლით იტალიური ტრუჩილოს ყავის შეძენასთან ერთად „სმარტისვე“ წარმოებული პლიე ელით დაასაჩუქრებენ. ახალგახსნილ „სმარტში“ 10 ადამიანი დასაქმდა. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. ფართო ფორმატის „სმარტის“ სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პი დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა. დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 18 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კოფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა დთუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)