21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 17:00:30, 411 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს იბარებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტში დაიბარა.
მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე  საორგანიზაციო დეპარტამენტს თხოვნით მიმართა, ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშთან დაკავშირებით ხადური პარლამენტში ხუთშაბათს მოიწვიოს.
„მოვისმინე აგრარულ საკითხთა და დარგობრივი კომიტეტების სხდომა 6 თვის ანგარიშზე. ამიტომ, მინდა ვთხოვო საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომ იქნებ შეატყობინოთ ფინანსთა მინისტრს, მობრძანდეს ხუთშაბათს უმცირესობის სხდომაზე ქუთაისში“,-განაცხადა  მიხეილ მაჭავარიანმა.
უმცირესობის ამ მოთხოვნას პარლამეტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებას საორგანიზაციო დეპარტამენტი ჩაინიშნავს.
„გთხოვთ ყველას, ვისაც მსგავსი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ბიუროს არ დაველოდოთ და პირდაპირი გზებითაც ვითხოვოთ, დრო რომ არ დავკარგოთ“-აღნიშნა სპიკერმა.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიასაც იბარებს.
აღნიშნული მოთხოვნა ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა დააყენა.
„სოფლის მეურნეობის მინისტრიცაა მოწვეული. ჩვენ გვაქვს შეტანილი განცხადება.ამ პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ის მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ პრობლემებზე, რომლებიც არის კახეთში“-აღნიშნა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics