13:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 17:40:20, 3995 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - ბოლო წლების განმავლობაში, ინვესტიციების მკვეთრი შემცირება სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია

„ევროპული საქართველო“ წევრი, გიორგი კანდელაკი,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, ტრადიციულად, არ აქცევენ ყურადღებას მსგავსი ანგარიშებიდან მნიშვნელოვან მონაკვეთებს.

როგორც კანდელაკი აღნიშნავს, სწორედ სასამართლოს მიმართ უნდობლობამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლებში.

„ქართული ოცნების“ წევრებს, ტრადიციულად, გამორჩებათ ხოლმე მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსგავსი ანგარიშებიდან. კერძოდ, ამ ანგარიშში ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს პოლიტიზების და მთლიანად სასამართლოს საკითხზე. ეს, რათქმაუნდა, პირდაპირ აისახება ჩვენ ხალხზე, მოქალაქეებზე, რადგან სწორედ სასამართლოს ჩამოშლის და მის მიმართ უნდობლობის ბრალია ინვესტიციების მკვეთრი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში, რამაც თავისმხრივ გამოიწვია ლარის ვარდნა, სხვა უბედურებებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანას“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნარს, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად,  უნდობლობას უცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics