06:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 17:03:40, 2634 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: ბოლო წლის განმავლობაში გავხდით გლობალურ ენერგეტიკაში ისტორიული მოვლენის არა მარტო მომსწრე, არამედ მონაწილე

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ იმ გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი  ფუნქცია აკისრია. 

„განმტკიცდა ჩვენი გეოპოლიტიკური როლი მასშტაბური რეგიონალური მილსადენების, გაზსადენების პროექტების თვალსაზრისით და აქაც, პრაქტიკულად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გავხდით ისტორიული მოვლენის არამარტო მომსწრე, არამედ მონაწილე“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისი განმარტებით, გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა მეორე ეტაპი - „შაჰდენიზი 2," რომელმაც ჯერადობით გაზარდა ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა.

„შარშან გაეშვა ამ დერეფნის აუცილებელი სეგმენტი - „ტანაპი - ტრანს-ანატოლური გაზსადენი" და ახლა სულ მალე დასრულდება ევროპული მონაკვეთი - ტრანსადრიატიკული ტაპი, რის შედეგადაც აღსრულდება მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს გავლით გაზი ევროპას მიეწოდებოდეს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ სიკეთეს ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იზრდება ის სარგებელი, ის ქვოტა, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღსრულების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics