2020-09-10 13:49:29, 1941 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება
იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ იმ მასწავლებლებმა, რომლებიც ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა აჭარასა და ლეჩხუმში, უნდა დაიცვან პრევენციული ღონისძიებები.
„რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა, ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან