|
2020-09-09 13:31:05, 2404 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გლდანის რაიონში მსგავსი პროექტები ეტაპობრივად, ყველა იმ ქუჩაზე განხორციელდება, რომელიც უხვი ნალექის დროს ცენტრალურ ქუჩას პრობლემას უქმნის და სანიაღვრე ქსელის მოწყობას საჭიროებს. „ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მიმდებარე, მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელი ქუჩები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტობრივად, არცერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ორ ცენტრალურ ქუჩას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, ბოჭორიშვილისა კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. პარალელურად, მივყვებით ყველა იმ ქუჩას, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს, რათა ამ მიმართულებით ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)