|
2020-09-09 11:17:50, 2331 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში მისია დაიწყო. COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, მისია ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს. მისი პირველი ონლაინ შევედრა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან გაიმართა. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე, განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმები მიმდინარე და შემდგომ პერიოდში. როგორც აღინიშნა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას, რასაც ადასტურებს ორი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის (S&P; Fitch) მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის მხარდაჭერის პროექტის რეზიდენტ მრჩეველი, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები. მისია 14 სექტემბრამდე იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)