|
2020-09-09 11:13:08, 2823 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება, რაც ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მეტ დასაქმებასა და ინვესტიციას
მომავალში და, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში" და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას", - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის" საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საქმიანობას აფართოებს და ავეჯის წარმოებას გეგმავს. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, რომელმაც გაფართოების მიზნით, ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. „მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ სწორედ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი" კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იარაღია, ძალიან წარმატებით ასრულებს ფუნქციას - უკვე 600-ზე მეტი სხვადასხვა საწარმო და სასტუმროა მხარდაჭერილი, 6000-ზე მეტი მიკროგრანტია ოჯახებზე გაცემული მიკროსამეწარმეო საქმიანობისთვის და, ჯამში, შექმნილია 34 000 ახალი სამუშაო ადგილი. რაც შეეხება „მეგადორსს," რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, კომპანიამ პროგრამის ფარგლებში ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარომოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში „მეგადორსი" დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში სულ მცირე 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)