16:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 20:15:11, 18308 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

ინფიცირებულის 19 კონტაქტია მოძიებული და სხვა კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

„ეს ქალბატონი გახლავთ თბილისში მცხოვრები, რომელიც არის მედიცინის მუშაკი, მუშაობს თბილისის რამდენიმე კლინიკაში, ჩამოსული იყო ოჯახთან ერთად კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც საკუთარი სახლი აქვს.

ასევე მას ჰქონდა კონტაქტი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან, თავის ოჯახის წევრებთან, მამასთან და დასთან. სოფელში კონტაქტების მოძიების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა, ჯერჯერობით დადგენილია და აღებულია 19 ნიმუში, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics