2015-09-14 13:54:23, 580 ნახვა
საზოგადოება
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 13 სექტემბრის 20:17 სთ-დან 14 სექტემბრის 01:03 საათამდე კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის და ყვარლის რაიონებში შემოსული რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა.
ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
„გასროლილი იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რამაც რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არსებული სასოფლო სამეურნო სავარგულები გადაარჩინა დასეტყვას. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან