|
2020-09-08 12:53:19, 3979 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ IT აკადემია სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს
„თიბისი“ IT აკადემიაში Frontend Development-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა 2 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ. კურსს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის Frontend Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა. კურსზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა. 21 ოქტომბერს, თიბისი IT აკადემიაში კიდევ ერთ, UX – კვლევა, სტრატეგიის კურსზე დაიწყება დისტანციური სწავლება. 2 თვის განმავლობაში 20 სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, უცხოელი და ქართველი პროფესიონალი მენტორებისგან მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. სტუდენტები აღნიშნულ კურსზეც კონკრუსით შეირჩევიან, რაც ასევე მოიცავს ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს. „თიბისი“ IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/ საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია „თიბისიმ“ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიას არსებული გამოწვევის ფონზეც არ შეუწყვიტავს სტუდენტების მიღება და სწავლება მარტიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 2019 წელს „თიბისი“ IT აკადემიაში უკვე 120-მდე ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. წარმატებული 52 სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)