08:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 15:09:45, 4773 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება და სასჯელაღსრულების საკანში აღმოჩნდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ის სასჯელაღსრულების საკანში აღმოჩნდება.

მისივე თქმით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიებიც აღიარებენ, რომ მისი დანაშაულის თანამზრახველები არიან.

„ამ ადამიანმა ფაქტობრივად 10 დღის უკან უმძიმესი დანაშაულები აღიარა საკუთარი პირით. ამის შემდეგ ოპოზიცია მას ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ესენი არიან ჩვენი პოლიტიკის წარსულები, რადგანაც აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და ამ დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიებიც აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები ამ დანაშაულებში. ამიტომ, ერთადერთი რაც მისი ჩამოსვლის შემდეგ მოხდება არის ის, რომ აღსდგება სამართლიანობა და ის აღმოჩნდება სასჯელაღსრულების საკანში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics