|
2020-09-07 14:48:27, 3104 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება „ოცნებისთვის“ სიურპრიზი და შოკი იყო
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც. მისივე თქმით, მოულოდნელი სვლა მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. „მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც, რადგან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს უკრაინას უკავშირებდა, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდა და ეს მათი კომეტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამაშია და სამომავლოდ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)