|
2020-09-07 14:04:34, 2931 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხის დამამუშავებელი ქარხნის - შპს "სიარპი ვუდის" პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებასა და ხელშეწყობაზე მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს. „ჩვენი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა. აუცილებელია შეიქმნას „თამაშის" სამართლიანი წესები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიეცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს კონკურენტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე. ქუთაისური ავეჯი წლების წინ ცნობილი გახლდათ მაღალი ხარისხით და ექსპორტზეც დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. მერობის შემთხვევაში, ვგეგმავ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ქუთაისის ხის დამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, რათა ქუთაისურმა პროდუქციამ ისევ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. დღესვე, 15:30 საათზე, ქუთაისის მერობის კანდიდატი შპს "ათინათის" პერსონალს შეხვდება, 17:30 საათზე მე-11 საჯარო სკოლასთან, მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას, 19:00 საათზე კი მოსახლეობას ბუხაიძის სკვერში შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)