10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 13:14:39, 3332 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მე რომ პრემიერი გავხდები, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ჩამოვიდეს

„მე რომ გავხდები პრემიერ-მინისტრი და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს, მასაც ექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის არავის არ შეუქმნის პრობლემას.

„ყველა სხვა პარტიას, რა გეგმა აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე არ ვარ ექსპერტი, რომ ექსპერტული შეფასებები ვაკეთო. მე რომ გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს, მასაც ექნება შესაძლებლობა რომ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნება. არავის პრობლემას არ შევუქმნი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics