|
2015-09-14 12:59:13, 390 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ამჯერად ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველო-ლიტვას, ისტორიულად, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. მისივე თქმით, ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ კიდევ ერთხელ აღინიშნა - ლიტვაში მტკიცედ სჯერათ, რომ საქართველოს გამარჯვება, ლიტვის გამარჯვებაა. ლიტვის პარლამენტი ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ზიტა ჟვიკიენე ხელმძღვანელობს, 64 დეპუტატს აერთიანებს და, ამ მხრივ, ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფია. საქართველოს პარლამენტის ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კი პარლამენტარი ვალერი გელაშვილია. ქართული ჯგუფი 25 დეპუტატს აერთიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)