|
2020-09-07 08:04:14, 2424 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფელ კოკში ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან, აბაშის, მარტვილის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახს ესტუმრნენ.
ნუგზარ ბერაიას სახლი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014"-თან მდებარეობს. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში დღეს ნუგზარ ბერაიას ოჯახის 3 წევრი მუშაობს.
მათი განცხადებით, ჰქონდათ თხილის ბაღი, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ უვლიდნენ. გასულ წელს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სახელმწიფოს დახმარებით, მათ მიიღეს თხილის შესაწამლი საშუალებები, ასევე შეისწავლეს მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდებიც. როგორც ნუგზარ ბერაიამ პრემიერსა და მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, შედეგად ოჯახმა წელს, თხილის გაყიდვით დაახლოებით 10 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო.
ბერაიების ოჯახმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან თხილის სექტორის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას და მთავრობის მეთაურსა და მინისტრს მადლობა გადაუხადა. სტუმრებმა ფერმერის მიერ მოყვანილი თხილიც დააგემოვნეს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების მიზანია, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ როგორც საკუთარი ოჯახები, ასევე დაასაქმონ ადგილობრივები.
ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახში მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)