08:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-06 09:20:08, 4201 ნახვა

კომენტარი
პენიტენციური სამსახური „ტვ პირველის“ გავრცელებულ ვიდეოზე - ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა

„ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა“ , - ვკითხულობთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც როგორც ეთერში ითქვა, N8 პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ საკნებშია დამზადებული. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას.

სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics