|
2020-09-05 14:07:38, 2521 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა
ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ილურიძის ქუჩა N103-ში ფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს. პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი - 470 კვ.მ. სპორტული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ამაშუკელთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „ნაძალადევის რაიონში დავასრულეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ილურიძის ქუჩის ბოლოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი მოედანი მოეწყო. ზღვის უბანში კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ მოედანს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 107 000 ლარი დახარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)