|
2020-09-04 18:52:01, 3007 ნახვა
საზოგადოება
კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112"-დან შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოხდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება. ცეცხლი სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვას და მანსარდში განთავსებულ ოთახებს ეკიდა. ხანძარი, ასევე, შეინიშნებოდა შენობის სარდაფშიც, სადაც სამშენებლო ნარჩენები იყო მოთავსებული. ადგილზე მისვლისთანავე, დათვალიერდა შენობა და მიღებულ იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა. ხანძრის ლიკვიდირება 60-მდე მეხანძრე-მაშველმა უმოკლეს დროში შეძლო. პრევენციისა და ნახანძრალი ტერიტორიის შემდგომი დაკვირვების მიზნით, ადგილზე კვლავ რჩება მეხანძრე-მაშველთა 1 ჯგუფი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)