02:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 16:18:16, 2259 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში 5 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.  

ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან  სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიიღონ, ასევე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებით, ბავშვებს კი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით. 

საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ექვს ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა.    

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.

საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“.

მისამართი: მუშთაიდის ბაღი

დრო: 14:00 საათი

საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics