|
2020-09-03 22:05:19, 2186 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ლიდერები ხაშურში, ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად ხაშურში მდებარე პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
3-სართულიანი შენობა გათვლილი იქნება 150 სტუდენტზე და სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.
პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.
პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 9 835 935 ლარია.
როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და მხარდაჭერას, რაც საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების დაუფლებას და სასწავლებლის კურსდამთავრებულთა გარანტირებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
„ქართული ოცნების" ლიდერები ასევე გაეცნენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსი, ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო-სასულიერო და ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იქნება.
გარდა სამონასტრო კომპლექსისა, ტერიტორიაზე განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)