09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 18:09:36, 2252 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,  კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა,  კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს.

2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო  ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე  მინი მოედანი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება.

როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტების ჯამური ღირებულება 2,1 მლნ  ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics