|
2020-09-03 17:41:54, 3524 ნახვა
ეკონომიკა
იოსებ არჩვაძე - წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან
„ინფლაცია თანდათან სიჩქარეს კარგავს“, – ასეთი შეფასება მისცა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ თავის ფეისბუქ-პოსტში 2020 წლის აგვისტოს თვის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ექსპერტის შეფასებით, აგვისტოში გაგრძელდა წინა თვესთან შედარებით სურსათის ფასების კლების მაისის თვის შემდეგ ჩამოყალიბებული ტენდენციაც, რის შედეგადაც 2020 წლის აგვისტოში ფასების დონემ სურსათზე ივლისთან შედარებით 99.5 პროცენტი, ხოლო აპრილთან შედარებით - მხოლოდ 93.2 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ პირველად მრავალი თვის მანძილზე (2019 წლის აგვისტოს შემდეგ), სასურსათო საქონელზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ორნიშნა ზრდის ნაცვლად დაფიქსირდა ერთნიშნა ზრდა (აგვისტო: +9.2%, ივლისი: +11.2%), მათ შორის ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (აგვისტო: +8.8%, ივლისი: +11.5%). „აღნიშნული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩენებელი მაქსიმალურად ახლოს იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისათვის მიმდინარე წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრულ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების დონე 2020 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით უმნიშვნელოდ შეიცვალა (შემცირდა 0.02 პროცენტით), რაც საუკეთესო მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ. ფაქტობრივად, აგვისტოში გაგრძელდა 2020 წლის მაისის შემდეგ ჩამოყალიბებული ინფლაციის შემცირების ტენდენცია. - ფასების საერთო დონემ აგვისტოში მაისის თვის 97.9 პროცენტი შეადგინა. ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან (2019 წლის დეკემბერთან შედარებით) საქართველოში გაზრდილია მხოლოდ 0.9 პროცენტით, ხოლო 2019 წლის აგვისტოსთან - 4.8 პროცენტით, რაც მიმდინარე წლის გავლილი თვეებისათვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (2020 წლის აპრილი - 6.9%, მაისი - 6.5%, ივნისი - 6.1%, ივლისი - 5.7%, აგვისტო - 4.8%).
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)