12:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 17:37:27, 3604 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ ანგურიძე: მაისიდან ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება

„მაისის თვიდან წლიური ინფლაციის დონე ეტაპობრივად მცირდება და აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 0.02%-ით,“ - ამის შესახებ თსუ-ს  ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ ეკონომიკურ ცხოვრებას უბრუნდება და პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ მოახდინეს ეკონომიკის გადაწყობა იმგვარად, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდეს და იყოს სტაბილური.

„წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა  ისეთ პროდუქტებმა, როგორიცაა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,2%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (8,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლის ჯგუფი (9,7%). არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი პროგნოზით წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციური რისკების შემცირების ფონზე, ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას  დაუახლოვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics