|
2020-09-03 15:39:56, 2530 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის განცხადებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI-ის ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვის მზაობა არ აქვს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI-ის ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვის მზაობა არ აქვს. როგორც ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, FBI-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედის. „რა თქმა უნდა FBI-ის მიმართულებითაც დავსვი გენერალურ პროკურორთან შეკითხვები. როგორც მათ განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან. თუმცა, როგორც აცხადებენ FBI-ში აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია და როგორც ვიცი, ამ ეტაპზე FBI-ის მხრიდან არ არის მზაობა, რომ გამოძიებაში ჩაერთონ. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მათ საერთაშორისო სამართლის დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული „ფეისბუქისთვის“, „გუგლისთვის“ და ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)