04:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 18:14:52, 2958 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - მოგიწოდებთ, უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია, რათა აჭარა და ბათუმი არ ჩაიკეტოს

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია.

„ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა ვირუსი, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი, გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლებს და მგზავრებს მოუწოდებს ტესტირების ჩატარებისკენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics