07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 14:31:03, 2408 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს.

კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა.

კანონპროექტის თანახმად, იმ მოქალაქეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება.

თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია - ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული წესები და პირობები 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა. დღეს კი ის პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics