|
2015-09-12 13:09:38, 709 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა ყვარლის რაიონში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შალვა ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სოფელ ახალსოფლის ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)