05:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 19:22:52, 2552 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აცხადებენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი მორიგი დესტრუქციული ქმედებაა, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს.

„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics