|
2020-09-01 14:10:16, 2737 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი სტუდენტებზე ატესტატის სერვისს ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით გასცემს
ცნობილია, რომ კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რისთვისაც მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს დოკუმენტების, მათ შორის ატესტატის წარდსაგენად ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით განუსაზღვრა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან. ამისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 599465426 ან 599465429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისვლის დრო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)