14:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 12:02:47, 3491 ნახვა

ეკონომიკა
აქ, ახლა - ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

აქ, ახლა „თიბისისა“ და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. ონლაინ მაღაზია - Qsovili.ge სხვადასხვა ქართველი დიზაინერისა თუ სტარტაპერის მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

ტრადიციულ ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა და მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრება დაისახა.

ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და მათი შესწავლა დაიწყო.

2018 წელს გამოიცა წიგნი - „ქსოვილი საქართველოდან", სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა იყო.

იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის ნიმუშები ყოველდღიურობაში ინტეგრირებულიყო და მათ თანამედროვე სახე და გამოყენება ჰქონოდა, თიბისიმ, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით შეექმნათ.

„თიბისიმ“ პროექტის ფარგლებში 20-მდე მეწარმეს და მათ საქმიანობას დაუჭირა მხარი. საბოლოო პროდუქცია და Ready to wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და აქ - Qsovili.ge, ახლა, შემდეგი დიზაინერებისა და სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ნივთების შეძენა შეგიძლიათ: დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda,  მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics