|
2020-08-31 15:55:52, 2068 ნახვა
საზოგადოება
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, სასიცოცხლო ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. „სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. აღდგენილია. ასევე, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელებისთვის გასავლელი, მაგრამ იმედია, მათთან ერთად გადავლახავთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)