|
2020-08-31 14:52:47, 1446 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები
„ქართული ოცნების“გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთენ, რათა შექმნან წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები. „ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენ წინაშე, აჭარის ამ ულამაზეს მუნიციპლიტეტში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობით, თავიანთი ქმედებებით ალამაზებენ ამ კუთხეს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქობულეთში, აქ დაბრუნებისას შეუძლებელია გულწრფელი სიხარული არ დაეუფლოს, რადგან მზე, ზღვა, ბუნება,შესანიშნავი ადამიანები ყოველთვის დადებით მუხტს და განწყობას სცენს თითოეულ ადამიანს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქობულეთი, ეს მუნიციპალიტეტი, ზოგადად - აჭარა ერთნაირად საყვარელია ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ ქალაქში, ამ მხარეში, ტოლერანტობა და სტუმარ-მასპინძლობა არავის ესწავლება, წლების განმავლობაში და ბუნებრივია, დღესაც, აქ, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი ერთად ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც ჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას. მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის”, - განაცხადა კალაძემ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)