|
2020-08-31 13:10:34, 2130 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - იმედგაცრუებული ვარ, უკვე 45 დღე გავიდა და ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა
იმედგაცრუებული ვარ, უკვე 45 დღე გავიდა და ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა რუსთავის პოლიციაში, მისი შვილის კუთვნილი ავტომობილის ექსპერტიზის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი თვალწინაა - კვალის წაშლაც და ხელის დაფარებაც. „ხომ ვხედავთ, მანამდე რაც ხდებოდა, ახლაც ვნახავთ როგორი ექსპერტიზა ჩატარდება, გავიგებთ ცოტა ხანში. იმედი არ მაქვს, იმედგაცრუებული ვარ ამაზეც, ავტომობილის აღმოჩენიდან 1 კვირაში უკვე ვითხოვდით ექსპერტიზას. ხომ ხედავთ, თვალწინ არის ყველაფერი - კვალის წაშლა, ხელის დაფარება და ამაზეც ძაან დიდი ეჭვი მეპარება უკვე. რა ხდება, რაშია საქმე? ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, 45 დღე გავიდა უკვე, დროს სპეციალურად წელავენ და ვის აფარებენ ხელს აზრზე არ ვარ“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)