13:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:34:25, 6202 ნახვა

რეგიონი
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა გჯუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

რთული რელიეფის მიუხედავად,  მეხანძრე- მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.

ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics