2020-08-30 11:13:40, 8885 ნახვა
რეგიონი
სოფელ თიკერის დამშრობი სისტემა გაიწმინდა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
სოფელ თიკერში ხე-მცხენარეებისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 1,5 კმ კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა, მოეწყო კვალთაშორისი ორნატები 5 000 გრძივი მეტრი.
სამელიორაციო ღონისძიებები 15 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),