|
2020-08-28 15:43:08, 3821 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება. ამის შესახებ მან სიონის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, რამდენიმე ბავშვის სიკვდილი ერთის გადასარჩენად არასწორია. „ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე და რანაირად იქნება ის ბავშვი ბედნიერი. როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უკვე ჩასახული და სული მინიჭებული აქვს. რამდენიმეს სიკვდილი კი ერთის გადასარჩენად, არ არის სწორი, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთოს, მაგრამ ეს ასეა, მე კი არ მომიგონია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები დაზუსტდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)