|
2020-08-28 12:09:38, 3560 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა ქუთაისის აეროპორტთან 2 მლნ ლარის ინვესტიციით განხორციელებული თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი გახსნა
„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი სწორედ პანდემიის პერიოდში აშენდა. პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა იქ, სადაც განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია „ჯიბი მექანიქსის" თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილესთან ერთად, ცენტრი ოფიციალურად გახსნეს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და „ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა. პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, რეგიონის ინფრასტურუქტურის და აგრო სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება. „ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი", რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის" ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. „ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)