09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 18:32:17, 6649 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე სააკაშვილზე - ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა, აქ მას რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება

„ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში რეფორმირებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური პროცესი ელოდება.

„ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ  სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics