2020-08-27 17:14:13, 8540 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ტექნიკით აღჭურვა გრძელდება.
დაწესებულებას ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა.
ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში.
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),