|
2020-08-26 13:59:06, 10675 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს. სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 76 მსმენელს აკადემიის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს. იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიალზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ, წარჩინებულები კი, საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე განაწილდებიან. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)