|
2020-08-26 10:38:21, 1681 ნახვა
საზოგადოება
ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 26 აგვისტოს, 00:00 საათიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტების გათვალისწინებით: N47 ავტობუსი ნუცუბიძის პირველი პლატოს მიმართულებით მოძრაობისას, პეკინის გამზირის ნაცვლად, შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. კალანდაძის ქუჩის დახმარებით, დაუკავშირდება პეკინის გამზირს, რომლის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. ავტობუსი N6 კანდელაკის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩის დახმარებით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; ავტობუსი N58 ვაკის რაიონის მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისკენ გადაინაცვლებს, ჭაბუკიანის ქუჩის საშუალებით, ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება, რომლის შემდგომაც, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით შეძლებს. რაც შეეხება N17 მიკროავტობუსს, ის შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას კანდელაკის ქუჩის საშუალებით შეძლებს. შემდგომ, კალადაძის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით შეძლებს. მიკროავტობუსები N26 და N34 ჟვანიას მოედნიდან მოძრაობას შარტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)