2020-08-23 15:54:32, 5171 ნახვა
რეგიონი
ბათუმი - მახინჯაურის გზა ძლიერი წვიმის შედეგად პარალიზებულია
რამდენიმე საათიანი წვმისი შედეგად ბათუმსა და მახინჯაურში გზები დაიტბორა, სტიქიის შედეგაად პარალიზებულია ბათუმი - მახინჯაურის გზაც.
არსებული ცნობებით, ამ წუთებშიც არ წყდება ძლიერი ნალექი დამკავშიებელ გზაზე.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, რამდენიმე საათია ბათუმში შესვლას ცდილობს, თუმცა ჯერაც საცობშია.
„ახლაც ინტენსიურად წვიმს, დაახლოებით 14 კილომეტრიან საცობში ვიმყოფებით, დატბორილია გზები“ , - განაცხადა მან.
დატბორილი ქუჩების გამო გადაადგილება შეუძლებელია ქალაქების შიდა პერიმეტრზეც.



ავტორი: ექსპრესნიუსი,