2020-08-22 13:07:00, 5149 ნახვა
რეგიონი
ხაშურის შემოვლითი,13 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
ხაშურის შემოვლითი,13 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა.
გზის გახსნას საქარველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სხვა სტუმრებთან ერთად დაესწნენ.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,