|
2020-08-21 18:07:49, 1552 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მარნეულში, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, კარგია, მაგრამ რეგიონში არსებულ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ. „მინდა, პირველ რიგში, ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მოხარული ვარ და დიდი პატივია, რომ დღეს, ძალიან შრომისმოყვარე, ლაღი და მაგარი ხალხის წინაშე ვიმყოფები. ხალხის, რომელიც საქართველოს აძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თქვენი რეგიონი გამორჩეულია ნაყოფიერი მიწებით და რაც მთავარია, ძვირფასი, მშომელი ადამიანებით. მოგმართავთ ამ დიდებულ მიწაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. მარნეული და მთიანად ეს მხარე არის ყველაზე ნათელი დასტური, თუ როგორ შეუძლიათ კავკასიელ ხალხებს ერთმანეთის თანადგომით, ურთიერთსიყვარულით და საუკუნოვანი მეგობრობით შექმნან შრომისა და წარმატების მაგალითი. მარნეული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქალაქია ამ მხარეში და ეს თქვენი, ამ რაიონის მკვიდრების დამსახურებაა. ეს არის ადგილი სადაც ყველა ერთად, მეგობრულად ცხოვრობს, ემსახურება თავისი რაიონის ინტერესებს და ეთნიკური, რელიგიური, თუ ნებისმიერი განსხვავებები მხოლოდ ეხმარება და ავსებს აქაურობას სილამაზით და კულტურული მრავალფეროვნებით. საქართველო ჩვენი ყველას საერთო სამშობლოა და მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, რომ ამ თავდაუზოგავი შრომით ქმნით მარნეულის წარმატებას, რაც ნიშნავს, საქართველოს საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში კოლოსალური თანხები ჩაიდო, ამოქმედდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და ეს პროგრამები ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის გამოიყენა. მარნეულმა და გარდაბანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ჰყავდეს მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება. თქვენს რეგიონში გლობალური პანდემიის, კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალი იყო. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ როდესაც ჩაიკეტა მარნეული და რამდენიმე სოფელი, იყო ძალიან ვნებათაღელვა და უკმაყოფილება და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იმ დღეებში უკმაყოფილებას გამოხატავდა, კრიტიკულად იყო განწყობილი, დღეს მადლობას გვეუბნებიან, იმიტომ რომ ყველამ კარგად დაინახა და მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ. კრიზისის პირობებში კარგად გამოჩნდა, რომ თქვენს გვერდით არიან ძალიან ენერგიული, აქტიური, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც 24 საათი შრომობდნენ, რათა რეგიონს ზიანი მაქსიმალურად არიდებოდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ პროექტებზე, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ არის პრობლემები, გამოწვევები და ეს ყველაფერი ერთად უნდა დავძლიოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კალაძემ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)