|
2015-09-10 19:23:39, 878 ნახვა
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,არა პანორამას“ აქციის მონაწილეთა საქმეზე საქალაქო სასამართლოს დადგენილება უცვლელად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ,,არა პანორამას“ აქციის მონაწილეთა საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 ივლისს პოლიციამ აქციის 10 მონაწილე დააკავა, ხოლო მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მათგანის ქმედება წვრილმან ხულიგნობად შეაფასა და დააკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია აქციის დროს გამოყენებული წარწერა, რომლითაც პროექტი პანორამა მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)