|
2020-08-20 15:56:32, 1186 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ - განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღეებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში
„თავისუფალი დემოკრატები“ განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღეებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარტია დატოვეს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და ასევე გამგეობის ორმა წევრმა - ლევან სამუშიამ და ნინო გოგუაძემ, პარტია მზად არის ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნება“ და ბოლოს და ბოლოს ქვეყანას დაუბრუნდეს სწრაფი განვითარებისა და ევროპული მომავლის შანსი. შესაბამისად პარტია აგრეძელებს ბრძოლას და მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ და გამგეობის ორმა წევრმა ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა ,,თავისუფალი დემოკრატები” განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღეებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის წევრებს, ჩვენს აქტივს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც არ შეუშინდნენ ახალ სიძნელეებს და ღირსეულად შეხვდნენ ამ გამოწვევას. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო, გამგეობის სრული უმრავლესობის მიმართ. დღეს თქვენ მათ ნაწილს ჩემს გვერდით ხედავთ, ადამიანებს, რომლებიც წლებია იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დღესაც დარჩნენ პარტიაში ამ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ყველა პრო-დასავლურ პარტიასთან, იმისათვის რომ არჩევნებით შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნება” და ამ ქვეყანას, სწრაფი განვითარების და ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში მთავარი წითელი ხაზი გადის რუსეთზე; შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის თუ საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს. და ბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გამგეობის გადაწყვეტილებით, მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, შევასრულებ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)