|
2020-08-19 12:18:26, 1255 ნახვა
რეგიონი
გურიის რეგიონში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულმა ერთობლივმა ქმედითმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი მოიტანა და, მიმდინარე წელს, მათ თხილის ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მიიღეს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში თხილის მოვლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ეფექტიანად წარიმართა. შედეგად, მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მივიღეთ, რომლის დიდი ნაწილიც ექსპორტზე გავა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, 2019 წლიდან თხილის სექტორის გადარჩენის პროგრამას ახორციელებს. თხილის სექტორში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ მეთხილე ფერმერები, უხვი და ხარისხიანი მოსავლის რეალიზაციით, გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ სახელმწიფოსა და ფერმერების მიერ ერთობლივი მასშტაბური ღონისძიებების მნიშვნელობაზე, მიღებულ ხარისხიან და უხვ მოსავალზე გაამახვილა ყურადღება და, სამომავლოდ, მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ ფერმერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს; მიმდინარეობს, როგორც თერმული ნისლით დამუშავება, ასევე საყანე ფართობებზე ცივი შესხურების მეთოდით წამლობა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 25 000-მდე ფერმერს აერთიანებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, წელს 50 000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. მათივე თქმით, ასოციაციაში გაწევრიანებულ ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა კვლავ გაგრძელდება.
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)